საზოგადოება

 ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს, დაჭრილია იტალიელი რეპორტიორი

27 აპრილი, 2023 • 994
 ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს, დაჭრილია იტალიელი რეპორტიორი

ბიბისის ცნობით, უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც იტალიურ” La Repubblica”-ს რეპორტიორთან ერთად მუშაობდა, რუსი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, დაჭრილია იტალიელი რეპორტიორი. 

მოკლული ჟურნალისტი ბოგდან ბიტლიკი იტალიელ რეპორტიორ კორადო ზუნინთან ერთად იმყოფებოდა ხერსონის ოლქში. La Repubblica იუწყება, რომ ორივე ჟურნალისტს ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, წარწერით “პრესა”. 

დაჭრილმა იტალიელმა ჟურნალისტმა გამოცემას განუცხადა, რომ ხერსონის ოლქში, რომლის ნაწილიც გაათავისუფლა უკრაინამ, უპრობლემოდ გაიარეს რამდენიმე პუნქტი და სროლის დროს არ იმყოფებოდნენ ომის ზონაში. 

“მომესმა ჩურჩულის ხმა და დავინახე ბოგდანი მიწაზე უმოძრაოდ. შემდეგ გავიქეცი, სისხლით ვიყავი სავსე”, – უთხრა დაჭრილმა ჟურნალისტმა გამოცემას. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არაერთი უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი მოკლეს. 


ფოტოზე: უკრაინაში დაჭრილი იტალიელი ჟურნალისტი კორადო ზუნინი, ფოტო: La Repubblica

მასალების გადაბეჭდვის წესი