საია:დონორთა მიერ დევნილებისათვის გამოყოფილი სახსრები არაეფექტურად იხარჯება

აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო დონორებმა დევნილთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფისათვის ჯამში 74, 5 მილიონი ევრო გამოყეს. ეს თანხა საქართველოს მთავრობის მხრიდან პერიოდულად ირიცხებოდა თანხები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფოს მხრიდან. ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი საბუთები მთელ რიგ შემთხვევებში იყო დეფექტური და შეუსაბამო.

აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო დონორებმა დევნილთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფისათვის ჯამში 74, 5 მილიონი ევრო გამოყვეს. საქართველოს მთავრობის მხრიდან პერიოდულად ირიცხებოდა თანხები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფოს მხრიდან. ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი საბუთები მთელ რიგ შემთხვევებში იყო დეფექტური და შეუსაბამო.

2008 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე საქართველომ 4,55 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიღო. აქედან ნაწილი — 74,5 მილიონი ევრო — მოხმარდა დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცასა და ახალი სახლების  აშენებას.

საქართველოს სახელმწიფომ გრანტი მიიღო ევროგაერთიანებისგან, GTZ-სგან (გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო), KFW-სგან (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი) და TIKA-სგან (თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო). GTZ-სა და TIKA-ს მიერ გამოყოფილი გრანტები განკარგული იყო თავად ამ დონორებიის მიერ. ამიტომ საიას კვლევის სამიზნე ჯგუფი ევროგაერთიანება და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი იყო. პირველმა საქართველოს 60 მილიონი და მეორემ 6 მილიონი ევრო გამოუყო.

სულ დონორებისგან მიღებულმა თანხამ, რომელიც ბიუჯეტში აისახა, დახლოებით 180 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში საქართველოს მთავრობამ, იძულებით გადადგილებული პირების საცხოვრებელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, 199 მილიონი ლარი გამოყო.

საიას თავჯდომარე, თამარ ხიდაშელი განმარტავს, რომ ოფიციალური დოკუმენტების მოპოვება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ადვილი არ იყო.

,,ხშირად გვიწევდა ადმინისტრაციული საჩივრების დაწერა და სასამართლოში წასვლაც კი, რომ ინფორმაცია მიგვეღო. მუნიციპალური განვითარების ფონდი ყველაზე გამჭვირვალე აღმოჩნდა. ხოლო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაგან ინფორმაციის მიღება საერთოდ ვერ მოვახერხეთ”, – განმარტავს ხიდაშელი.

დონორთა გრანტების განკარგვა ორი გზით ხდებოდა, – ტენდერებითა და ერთ პირთან მოლაპარაკებით. ტენდერების გზით სახსრების ნაწილი –105 მილიონი ლარი– დაიხარჯა. სახელმწიფომ 85 პოზიციაზე გამოაცხადა ტენდერი. მონაწილე 101 სამშენებლო კომპანიიდან სახელმწიფო დაკვეთა 26-მა კომპანიამ მიიღო.

 

გამოვლინდა ტენდერებისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი – ცვლილებებები სახელწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში.

,,როდესაც კომპანიასთან ფორმდება სახელწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, ეს არის დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გამოვლინდა პრობლემები. საიას ექსპერტი, ალექსი ჩიკვაიძე ამბობს, რომ ისეთი კონტრაქტი, რომელშიც კანონით ახლად აღმოჩენილი ცვლილებები არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. მთელ რიგ შემთხვევებში საკონტრაქტო პირობები იცვლებოდა”.

26 –დან  23 შემთხვევაში საკონტრაქტო ფასის ზრდა არის დაფიქსირებული.

სახელწიფო კონტრაქტს უფორმებდა იმ კომპანიას, რომლიც სატენდერო პირობების შესრულებას ყველაზე დაბალი თანხით შეძლებდა. შემდეგ კი კომპანია თანხის გაზრდას ითხოვდა, თანხის ზრდა დაფიქსირდა 50-60-70%-ითაც კი, რასაც სახელწიფო თანხმდებოდა. მაგალითად, თუ კომპანიაის კედლიდან ნალესის ჩამოყრის განფასება იყო 0.10 ლარი, კონტრაქტის შეცვლის შემდეგ ეს თანხა იზრდებოდა 0,40-0,50 თეთრამდე.

26 კომპანიისაგან, რომელიც ტენდერში მონაწლეობდა, უპირატესობა ორმა კომპანიამ, – ,,ნიუ ენერჯიმ” და ,,ბკოკ ჯორჯია’მ’, – მიიღო. ,,ნიუ ენერჯიმ” 15, ხოლო ,,ბლოკ ჯორჯიამ” 19 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო. საერთო ჯამში ტენდერების 34 პოზიციაში ამ კომპანიებმა გაიმარჯვეს, რაც ტენდერების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარს წარმოადგენს. ჯამში ამ ორმა კომპანიამ სახელმწიფოსაგან დაახლოებით 37,5 მილიონი ლარი მიიღო.

საიას ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ კომპანიების შეჯიბრება ხდებოდა მხოლოდ ერთადერთი პრინციპით, მათ მიერ წარმოდგენილი ფასით, ხოლო სხვა რესურსები, როგორებიცაა გამოცდილება და სამუშაოებისათვის საჭირო ბაზა, უგულებელყოფილი იყო. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვები უხარისხოდ და ზერელედ იქნა მომზადებული. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმეტაცია იყო ხარვეზიანი და არასრულფასოვანი.

ერთ პირთან მოლაპარაკებებისათვის მუნიციპალურ განვითარების ფონდს გამოეყო 42 მილიონი ლარი, თუმცა, მის მიერ ათვისებულ იქნა 41 600 000 ლარი. ძირითადი თანხა აქედან დაიხარჯა დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე, წყალმომარაგების სისტემის გამართვასა და გზების რეაბილიტაციაზე.

საიას იურისტი, თამარ კორძაია ამბობს, რომ,  16-დან 14 შემთხვევაში, ხელშეკრულებების ფასები გაიზარდა კონტრაქტის დადების შემდეგ. ასევე კორძაია აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების ვადების გადაწევა ხდებოდა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

ხელშეკრულებები ითვალისწინებდა შემდგომი დეფექტების აღმოფხვრასაც, რაც იურისტების განმარტებით, არ მომხდარა.

კონტროლის პალატის დასკვნაში წერია: ,,ყველა დეფექტი აღმოფხვრილია, კედლების, ჭერისა და იატაკის შეკეთების სამუშაოების გარდა”.

თამარ კორძაია ამბობს, რომ მათ დევნილთა დასახლებები მოინახულეს და ძირითადი პრობლემა საცხოვრებელ სახლებში სწორედ ესაა. ამიტომ საიას უჭირს იმის განსაზღვრა, სხვა რა პრობლემების აღმოფხვრაზეა საუბარი კონტროლის პალატის დასკვნაში.

ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას საინჟინრო გეოლოგიული კვლევები წარმოადგენს. ასეთი კვლევა განხორციელდა მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. კორძაია ამბობს, რომ კვლევების დასკვნები გათვალისწინებული არ იყო.

,,ერთ-ერთ კვლევაში წერია, რომ სოფლებში: ბერბუქში, სკრაში, მოხისში წყალუხვობის პრობლემებია. ეს ადგილები  ძალიან ნესტიანი და წყლიანია, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. დღეს იმ ხალხის სახლებში, ვინც იქ ცხოვრობს ამოდის ბალახი. აქედან ჩანს, რომ გეოლოგიური კვლევები არ იქნა გათვალისწინებული და არავითარი ზომები არ იქნა მიღებული პრობლემების აღმოსაფხვრელად”, – განმარტავს კორძაია.

ანგარიშში წერია, რომ დევნილებისათვის საცხოვრებელი პირობების მოწყობისა და გასაუმჯობესებლად დიდი თანხები განიკარგა, თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს განკარგვა არაეფექტური იყო.

,,ის სამუშაოები,რაც სახელმწიფომ გასწია, ფაქტია, რომ არაეფექტური იყო. ამიტომ იგივე პრობლემებზე ყურადღების გამახვილება სახელმწიფოს კვლავ მოუწევს”, – ამბობს კორძაია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში” მოაწყო. კვლევაზე ისინი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლიკა გიგინეიშვილი