საზოგადოება

საგანგაშოა დეპუტატის ანტიკონსტიტუციური განცხადებები — პრეზიდენტი

2 მარტი, 2023 • 1847
საგანგაშოა დეპუტატის ანტიკონსტიტუციური განცხადებები — პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება.

„ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას“, — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პარლამენტში დღეს, 2 მარტს დაიწყო „უცხოური აგენტების“ შესახებ „ხალხის ძალის“ ინიციირებული კანონპროექტების განხილვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ არის თვითმიზანი.

ყაველაშვილის თქმით, ევროკავშირი თვითმიზანი არ არის — საპირისპირო წერია კონსტიტუციაში

მასალების გადაბეჭდვის წესი