საზოგადოება

ვტოვებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოსაც – კობა ნაყოფია

30 იანვარი, 2023 • 1438
ვტოვებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოსაც – კობა ნაყოფია

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია აღნიშნულ თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება დღეს, 30 იანვარს, “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, თავმჯდომარის თანამდებობასთან ერთად ტოვებს პოლიტსაბჭოსაც და პარტიაში რიგით წევრად გააგრძელებს ყოფნას.

“მე ჯერ კიდევ გახლავართ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, თუმცა დღეიდან ალბათ უკვე აღარ ვიქნები. ვტოვებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს.

ვრჩები რიგით პარტიის წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. სანამ არ გადაიყვანენ სამკურნალოდ უცხოეთში, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალია. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა პარტიასთან ზოგადად. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება. შემდეგ კიდევ მივიღებ გადაწყვეტილებას ზოგადად, პარტიაში დავრჩები თუ არა… პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილებას მივიღებ მას შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა”, – განაცხადა ნაყოფიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი