საზოგადოება

გამოძიება ბროვარის ავიაკატასტროფის 3 ვერსიას განიხილავს

18 იანვარი, 2023 • 1385
გამოძიება ბროვარის ავიაკატასტროფის 3 ვერსიას განიხილავს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური („სბუ“) ბროვარის ავიაკატასტროფის სამ ძირითად ვერსიას განიხილავს, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“.

კერძოდ, გამოძიება მუშაობს შემდეგ ვერსიებზე:

  1. ფრენის წესების დარღვევა;
  2. ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა;
  3. სატრანსპორტო საშუალების განადგურებისკენ მიმართული განზრახ ქმედებები.

ამ ეტაპზე სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებს კითხავენ. პოლიციისა და საჰაერო ძალების წარმომადგენლების თქმით, კატასტროფის წინასწარი მიზეზების შესახებ საუბარი ნაადრევია.

გამოძიებისთვის აგრეთვე შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელსაც სხვადასხვა სპეციალისტი დააკომპლექტებს.

ოფიციალური უწყებების ცნობით, ვერტმფრენი Super Puma ЕС-225 აქამდე არაერთხელ იყო გამოყენებული, ხოლო ეკიპაჟი მის სამართავად, მათ შორის რთულ პირობებში, მზად იყო.

უკრაინაში, ქალაქ ბროვარში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპნენ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის- მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. ვერტმფერნის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის- 2 ბავშვი

მასალების გადაბეჭდვის წესი