საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფას, რომლის შედეგადაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ იგი ტვიტერის საკუტარ გვერდზე წერს:
“ღრმად დამწუხრებული ვარ ბროვარში ვერტმფრენის ტრაგიკული ავარიის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტ ზელენსკის.
საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს”, – წერს ზურაბიშვილი.
Deeply saddened by the tragic helicopter accident in #Brovary
I express my deepest condolences to the families of the victims, the people of #Ukraine, and President @ZelenskyyUa
Georgia grieves with you
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 18, 2023
დღეს, 18 იანვარს, უკრაინაში, ქალაქ ბროვარში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპნენ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. ამჟამინდელი მონაცმეებით დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.