ახალი ამბები

უკრაინის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბროვარის ავიაკატასტროფაზე

18 იანვარი, 2023 • 1388
უკრაინის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბროვარის ავიაკატასტროფაზე

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო აცხადებს, რომ ვერტმფრენი, რომლის ჩამოვარდნის შედეგადაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ 17 ადამიანი დაიღუპა, უკრაინის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა.

“საქმეზე მიფრინავდა, ერთ-ერთ წერტილში… შეიძლება ითქვას, ცხელ წერტილში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. იქ მიფრინავდა შინაგან საქმეთა მინისტრი”, – განაცხადა ტიმოშენკომ.

დღეს, 18 იანვარს, უკრაინის ქალაქ ბროვარში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით დაიღუპა 18 ადამიანი, მათ შორის- უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ ავიაკატასტროფის შემდეგ განაცხადა, რომ ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა. მოგვიანებით კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 18 ადამიანი, მათ შორის- 3 ბავშვი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის -15 ბავშვი.

გარეკანის ფოტო: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი