ახალი ამბები

ენით აღუწერელი ტკივილია – ზელენსკი ბროვარის ავიაკატასტროფაზე

18 იანვარი, 2023 • 1248
ენით აღუწერელი ტკივილია – ზელენსკი ბროვარის ავიაკატასტროფაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა უკრაინაში დღეს დილას მომხდარ ავიაკატასტროფას, რომლის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი. ამის შესახებ განცხადება მან ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ვერტმფრენი ერთ-ერთ საბავშვო ბაღს დაეცა. მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა.

“ენით აღუწერელი ტკივილია. ვერტმფრენი ერთ-ერთ საბავშვო ბაღს დაეცა. უკრაინის უშიშროების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ პოლიციას და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს დავავალე მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა. ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს!”, – წერს ზელენსკი.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, ავიაკატასტროფის მიზეზი ამჟამად უცნობია და ეს “1-2 დღეში” ვერ მოხდება, რადგან ავიაკატასტროფის გამოძიებას სჭირდება “გარკვეული დრო”.

იგნატის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენ სუპერ პუმას ბორტზე იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი