საზოგადოება

ლანჩხუთში ძლიერ ქარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

13 იანვარი, 2023 •
ლანჩხუთში ძლიერ ქარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლანჩხუთში ძლიერი ქარს ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ნეტგაზეთს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაუდასტურა.

„გრიგოლეთი-სამტრედიის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ლესაში ქარმა ხე მოგლიჯა.  ამ დროს გზაზე გადაადგილდებოდა ავტომობილი.  ავტომობილს ხე დაეცა. სამწუხაროდ, დაიღუპა ახალგაზრდა კაცი. დაშავებულები არ არიან“, – ამბობს ალექსანდრე სარიშვილი.

მისი თქმით, შემთხვევა დღე გამთენიისას, დაახლოებით დილის 06:00 საათიდან 07:00 საათამდე მოხდა.

სარალიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ლანჩხუთში კვლავ საკმაოდ ძლიერი ქარია. პარალელურად კი მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

„მობილიზებულია ყველა სამსახური, ძალიან გვეხმარება სამაშველო სამსახური, ადგილობრივი კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური სრულ, 24-საათიან მობილიზაციაზეა გადასული, რათა გზები არ იყოს ჩაკეტილი.

ასევე, აქტიურად მუშაობენ „ენერგოპროს“ თანამშრომლები, ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის 60%-ს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია. დღის ბოლომდე დანარჩენიც გამოსწორდება. ბუნებრივ აირს რაც შეეხება, გარკვეული სოფლები ამ ეტაპისთვის გამორთულია, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა“ ,- ამატებს ის.

მთავარი ფოტო გადაღებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 12 იანვარს, მას მომხდართან კავშირი არ აქვს.


რამდენიმე დღეა, რაც დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ძლიერი ქარი ქრის. სტიქიამ ასობით სახლს სახურავი დაუზიანა, არიან დაშავებულებიც.

სტიქიის გამო მოსახლეობის ნაწილს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

სტიქია დასავლეთში: მხოლოდ სამეგრელოში ქარმა 600-ზე მეტ სახლს სახურავი დაუზიარა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი