საზოგადოება

ზელენსკიმ 13 სასულიერო პირს უკრაინის მოქალაქეობა შეუჩერა

7 იანვარი, 2023 • 1584
ზელენსკიმ 13 სასულიერო პირს უკრაინის მოქალაქეობა შეუჩერა

უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 13 სასულიერო პირს მოქალაქეობა შეუჩერა. 

ზელენსკის განკარგულება ჯერ არ გამოქვეყნებულა – უკრაინული გამოცემები ამის მიზეზად სენსიტიურ ინფორმაციას ასახელებენ. 

ერთ-ერთი უკრაინული ახალი ამბების სააგენტოს ცნობით,  სიაში შემავალი ზოგიერთი სასულიერო პირი უკვე გაიქცა რუსეთში, ზოგიერთი მათგანი რუსეთთან თანამშრომლობასა და ღალატში იყო ეჭვმიტანილი.  საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სასულიერო პირები, რომლებიც არ გაქცეულან, შესაძლოა უკრაინიდან გააძევონ. 


უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2018 წელს გამოაცხადა და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. თუმცა უკრაინაში მოსკოვზე დაქვემდებარებულ ეკლესიას არსებობა არ შეუწყვეტია –  ის დღემდე განკარგავს მრავალ ეკლესია-მონასტერსა და სამრევლოს უკრაინის ტერიტორიაზე.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის ეკლესიას დაქვემდებარებულ ეკლესია-მონასტრებში არაერთი რეიდი მოაწყო, მათ შორის კიევ პეჩერის ლავრაში.

უკრაინის ეკლესიის თემაზე წაიკითხეთ: უკრანის ავტოკეფალია: რას უცდის საქართველოს ეკლესია


მთავარი ფოტო: კიევ პეჩერის ლავრა 7 იანვარს. 2023. ფოტო: epa

მასალების გადაბეჭდვის წესი