საზოგადოება

ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა, დაშავდა სამი ადამიანი

7 იანვარი, 2023 • 914
ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა, დაშავდა სამი ადამიანი

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მდებარე კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. 

შემთხვევა 7 იანვარს მოხდა. 

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს ერთი დაშავებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი კი ალადაშვილის კლინიკაში. 

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, სამივე პირი შესაბამის დაწესებულებებში მრავლობითი ტრამვული დაზიანებებით შეიყვანეს. სხვა დეტალები, მათ შორის დაშავებულების ასაკი ამ დროისთვის უცნობია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი