საზოგადოება

რუსეთის პატრიარქი კირილი საშობაოდ მხოლოდ 36-საათიანი ზავის მოწოდებით გამოვიდა

5 იანვარი, 2023 • 1036
რუსეთის პატრიარქი კირილი საშობაოდ მხოლოდ 36-საათიანი ზავის მოწოდებით გამოვიდა

კრემლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, პატრიარქი კირილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრას ემხრობა, საშობაოდ 36-საათიანი ზავის მოწოდებით გამოვიდა.

რუსეთის პატრიარქმა „შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს“ მოუწოდა, საომარი მოქმედებები შეწყვიტონ 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ საშობაო წირვაზე დასწრება.

რუსეთის პატრიარქი თავის 5 იანვრის მიმართვაში არც უკრაინას ახსენებს და არც უკრაინაში საომრად შეჭრილ რუსეთს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. კრემლის საომარი მოქმედებები გაამართლა რუსეთის პატრიარქმა. ომს, რომელიც უკვე 10 თვეზე მეტია მიმდინარეობს, ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ასეულობით ბავშვი და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი