საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

1.5 წლის ბავშვი მაშინ დაიღუპა, როცა ოკუპირებული ახალგორიდან გორში გადმოჰყავდათ

3 იანვარი, 2023 • 1653
1.5 წლის ბავშვი მაშინ დაიღუპა, როცა ოკუპირებული ახალგორიდან გორში გადმოჰყავდათ

1.5 წლის ახალგორელი ბავშვი ახალგორი-გორის გზაზე სასწრაფო დახმარების ავტომობილში 2 იანვრის საღამოს დაიღუპა.

როგორც ოჯახის წევრები „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებენ, ბავშვს ვირუსი ჰქონდა, მისი მდგომარეობა ოკუპირებულ ახალგორში დამძიმდა და იმ დროს დაიღუპა, როცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორში გადმოჰყავდათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპირებულ ახალგორსა და ცხინვალში პაციენტები ადეკვატურ მკურნალობას ვერ იღებენ და დაგვიანებული ჩარევის გამო იღუპებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი