საზოგადოება

ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრეს — მთავრობის ადმინისტრაცია

6 ნოემბერი, 2022 • 842
ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრეს — მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორი ქვეყნის “თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს”.

“გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ”, — აღნიშნულია პრესრელიზში.

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებზე 2020 წლის ნოემბერსა და 2021 წლის იანვარსა და ნოემბერში მიღწეული შეთანხმებების შესრულების შესახებ იმსჯელეს.

სამმხრივ შეხვედრამდე, პუტინი ცალკე შეხვდა როგორც ნიკოლ ფაშინიანს, ისე ილჰამ ალიევს.

“რუსი სამშვიდობოების მისიის გახანგრძლივებაზე წინადადება არ დაკმაყოფილდა”

მასალების გადაბეჭდვის წესი