ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსი სამშვიდობოების მისიის გახანგრძლივებაზე წინადადება არ დაკმაყოფილდა”

2 ნოემბერი, 2022 • 2093
“რუსი სამშვიდობოების მისიის გახანგრძლივებაზე წინადადება არ დაკმაყოფილდა”

მოსკოვისადმი სომხეთის წინადადება მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობო მისიის გახანგრძლივებაზე არ დაკმაყოფილდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, მას შემდეგ, რაც სოჭში ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

სოჭში შეხვედრამდე ფაშინიანი აცხადებდა: “ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მზად ვარ, სოჭში ხელი მოვაწერო დოკუმენტს არცახში [მთიანი ყარაბაღი] რუსი სამშვიდობოების განთავსების ვადის 15-20 წლით გახანგრძლივებაზე. ვთავაზობ რუსეთის პრეზიდენტს, მსგავსი წინადადება წამოაყენოს. თუ საჭიროა, მე წამოვაყენებ და მან მხარი დამიჭიროს. მხოლოდ მე ვერ გადავწყვეტ ამ საკითხს “.

რუსეთის სამშვიდობო მისია 2000-მდე სამხედრო შემადგენლობით, რომელთა მიმართაც სომხეთში საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება იზრდება, მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ, 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების საფუძველზე, 5 წლით განთავსდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი