ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის მოლაპარაკებები დასრულდა

31 ოქტომბერი, 2022 • 2495
პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის მოლაპარაკებები დასრულდა

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის სოჭში გამართული მოლაპარაკებები დასრულდა.

შეხვედრაზე მხარეებმა 2020 წლის ნოემბერსა და 2021 წლის იანვარსა და ნოემბერში მიღწეული შეთანხმებების შესრულების შესახებ იმსჯელეს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, იგი კმაყოფილია შეხვედრით.

მისივე განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ ფუნდამენტურ საკითხებზე, თუმცა ასევე ვერ შეთანხმდნენ რიგ თემებზე, რისი ამოღებაც გახდა საჭირო თავდაპირველად მომზადებული ტექსტიდან.

პუტინის განცხადებით, რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება მოხდეს.

სამმხრივ შეხვედრამდე, პუტინი ცალკე შეხვდა როგორც ნიკოლ ფაშინიანს, ისე ილჰამ ალიევს.

რაზე შეთანხმდნენ მხარეები 

  • სომხეთი და აზერბაიჯანი მიესალმებიან რუსეთის მზადყოფნას, დაეხმაროს მხარეებს ურთიერთობების ნორმალიზებაში;
  • მხარეები აღიარებენ რუსი მშვიდობისმყოფელების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში;
  • სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები თანხმდებიან ძალის გამოუყენებლობის შესახებ და პრობლემების სუვერენიტეტის აღიარების პრინციპის გათვალისწინებით მოგვარებაზე;
  • მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და ზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასადებლად აქტიური მზადების მნიშვნელობას;
  • მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დადებული შეთანხმებების შესახებ.

რუსეთი, როგორც წესი, მხარეებს შორის მედიატორის როლს თამაშობს.

უკრაინაში ომის დაწყებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლების განახლების შემდეგ, რეგიონში თავისი სადამკვირვებლო მისია ევროკავშირმა გააგზავნა.

სასაზღვრო შეტაკებების დროს რუსეთმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ უარი განუცხადეს სომხეთს მხარდაჭერაზე.

მცირე დროის შემდეგ, პუტინმა ალიევი და ფაშინიანი სოჭში მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გასამართად მიიწვია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი