საზოგადოება

“კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან 21 თანამშრომელი გაათავისუფლეს”

1 ნოემბერი, 2022 • 1174
“კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან 21 თანამშრომელი გაათავისუფლეს”

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან თანამშრომლები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ზოგიერთი მათგანი ფეისბუკზე წერს.

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წარმომადგენლი ნიკოლოზ წიქარიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, სააგენტოდან გათავისუფლებულია 21 ადამიანი. საუბარია რესტავრატორებზე, არქიტექტორებზე, არექოლოგებზე და ა.შ. გათავისუფლების მიზეზად მათ დაუსახელეს რეორაგანიზაცია, თუმცა თანამშრომლების ნაწილი წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ მათ მოუწევდათ სააგენტოს დატოვება.

ნიკოლოზ წიქარიძის შეფასებით, ეს არის კულტურისა და მეცნიერების სფეროში თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაწყებული საკადრო წმენდის გაგრძელება და თანამშრომლების დიდი ნაწილი აპირებს სასამართლო დავის დაწყებას.

განახლება 22:10 – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამჟამად სააგენტოს შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების რაოდენობა შეადგენს 268-ს, ნაცვლად 259 ერთეულისა, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა, 172 პირის ნაცვლად, განისაზღვრა 150 ერთეულით.

თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებიდან არაერთი თანამშრომელი გაუშვეს. ამ თემაზე გირჩევთ:

წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

მასალების გადაბეჭდვის წესი