საზოგადოება

EU-ს წევრობისთვის პროევროპელი მთავრობა უნდა გყავდეთ – კუბილიუსი

20 ივნისი, 2022 • 1268
EU-ს წევრობისთვის პროევროპელი მთავრობა უნდა გყავდეთ – კუბილიუსი

“ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება ქვეყანა კანდიდატი, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს”, – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა ქართველი ხალხისადმი მიმართვაში, რომელიც  უჩვენეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე “შინ, ევროპისკენ”.

“ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას, საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი, ევროკავშირის მომავალი კი საქართველოს, როგორც კავშირის წევრი ქვეყნის ყოლაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ასეთი საერთო მომავლისთვის როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს შიგნით. ქართველი ხალხი პროევროპელია დ მას პროევროპელი მთავრობა უნდა ჰყავდეს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

საქართველოს არა ფასადური, არამედ ნამდვილი დემოკრატია სჭირდება, სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას, სხვა აზრს და სიტყვის თავისუფლებას და სადაც არ იქნება პოლიტიზებული მართლმსაჯულება

ქართველი ხალხი იმსახურებს ასეთ დემოკრატიას, რადგან ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება ქვეყანა კანდიდატი, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს. საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისიის რჩევებს. ასე იქცევიან დემოკრატიული მთავრობები ევროკავშირში. ვუსურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება კი არა, არამედ ხალხის ლიდერი იქნება “, – განაცხადა კუბილიუსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი