საზოგადოება

ზურაბიშვილის თქმით, გვარამიას დაკავება პოლიტიკურად „არ იყო დროული“

2 ივნისი, 2022 •
ზურაბიშვილის თქმით, გვარამიას დაკავება პოლიტიკურად „არ იყო დროული“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ვერ შეაფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას მიმართ.

„მე, როგორც პრეზიდენტს, არ შემიძლია, რომ ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ. შემიძლია მხოლოდ ვთქვა ერთი რამე, ამ დროს ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა გადავადეულიყო სხვადასხვა ფორმით, პოლიტიკურად არ იყო დროული. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე არაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ იყო სასჯელის სხვა ვარიანტები, ვიდრე ის, რაც იქნა მიღებული, მაგრამ ამაზე მე შეფასებას ვერ გავაკეთებ“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მას არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა ნიკა გვარამიას შეწყალებას.

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამ თემაზე:

„ყველაფერი კარგად იქნება!“ — გვარამია დაკავებამდე

ომბუდსმენი პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების განხილვისკენ მოუწოდებს

გვარამია: თუ დამაპატიმრებენ, პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს არაფერი სთხოვოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი