ახალი ამბები

„ყველაფერი კარგად იქნება!“ — გვარამია დაკავებამდე

16 მაისი, 2022 • 2577
„ყველაფერი კარგად იქნება!“ — გვარამია დაკავებამდე

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სასამართლო დარბაზში დაპატიმრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფეისბუკზე პოსტის გამოქვეყნება მოასწრო, სადაც წერს:

„აბა თქვენ იცით! დარჩით “მთავარზე” და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება!ყველაფერი კარგად იქნება “.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენი რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს, 16 მაისს გამოუტანა.

“მთავარი არხის” დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ნიკა გვარამიას საქმეში, საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა),  არის მიჩნეული დანაშაულად. ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.
გვარამასთან ერთად იყო ბრალდებული რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი კახა დამენია, რომელსაც 50000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი კი მოსამართლემ გაამართლა.

მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი