საზოგადოება

ენმ უარყოფს, რომ მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება

26 აპრილი, 2022 • 1925
ენმ უარყოფს, რომ მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება.

როგორც „ნეტგაზეთს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სისულელეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ზე გამოეხმაურა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.

„ევტუშენკოვი-ბორინკას ჩანაწერების “გადაფარვის” იაფფასიანი მცდელობა სახელისუფლებო მედიაზე დაყრდნობით. ტყუილია და ნუ აყვებით სახელისუფლებო/სუსის პროპაგანდას“, — წერს ხაბეიშვილი.

„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება. ტელეკომპანიის ცნობით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი