საზოგადოება

ჩანს, რომ მონტაჟია – პაპუაშვილი ჩანაწერებზე

26 აპრილი, 2022 • 1686
ჩანს, რომ მონტაჟია – პაპუაშვილი ჩანაწერებზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც თითქოსდა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ, მონტაჟია.

მისი თქმით, ჩანაწერების გავრცელება ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ქვეყნის ომში ჩართვას ემსახურება.

„ერთადერთი, რასაც ეს კამპანია ადასტურებს, არის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბროთ – დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში, რათა საქართველო ჩათრეული იქნას ომში. გუშინ ყველაზე კარგი რაც იყო, ვიზუალურადაც ვიხილეთ, როგორ მზადდება და როგორ ხდება განხორციელება დეზინფორმაციული კამპანიის.

ე.წ. ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუირაღებელი თვალითაც და ყურითაც ჩანს, რომ არის მონტაჟი. შემდეგ როგორ ხდება ამაზე რეაქცია შიგნით და გარეთ და ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართული, როგორ ხდება ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის „სირცხვილიას“ მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანამდე, 18 თებერვლით დათარიღებული ჩანაწერების გავრცელებისას, სადაც ანალოგიურად, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს ჩანაწერები „სისულელეა და კაცმა არ იცის, ავთენტურია თუ არა“.

„ასეც და ისეც, საქმე ეხება ერთ-ერთ რუს ბიზნესმენს[ევტუშენკოვს], რომელიც არის რეპრესირებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და თუ ვინმე შეიძლება გავიხსენოთ რეპრესირებული ბიზნესმენებიდან, ხადარკოვსკის შემდეგ ეს არის სწორედ კონკრეტული რუსი ბიზნესმენი [ევტუშენკოვი]“, – აცხადებდა ირაკლი კობახიძე.


25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით  კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა –  ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.

შეხვდა თუ არა ღარიბაშვილი ბრიტანეთის სანქცირებულ რუსი ოლიგარქის  წარმომადგენელს?

მასალების გადაბეჭდვის წესი