საზოგადოება

რუსეთი აცხადებს, რომ მოქალაქეებს “აზოვსტალის” დატოვების შესაძლებლობას აძლევს 

25 აპრილი, 2022 • 1386
რუსეთი აცხადებს, რომ მოქალაქეებს “აზოვსტალის” დატოვების შესაძლებლობას აძლევს 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ “აზოვსტალის” ქარხანაში ჩარჩენილ სამოქალაქო პირებს 25 აპრილს ევაკუაციის შესაძლებლობას მისცემენ. 

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული ქვედანაყოფები „უსაფრთხო დისტანციაზე“ გავიდნენ 15:00 საათიდან [თბილისის დროით]. 

გუშინ, 24 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლმა ოლექსი არესტოვიჩიმ განაცხადა, რომ  რუსეთის ძალებმა მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე შეტევა განაახლეს.

არესტოვიჩის ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლაიდმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს  უთხრა, რომ “აზოვსტალის” ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებზე შეტევა მიზანშეუწონლად მიაჩნია და ბრძანება გასცა, რომ შტურმი არ განხორციელდეს.


  • “აზოვსტალი” მარიუპოლში მდებარე ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული ქარხანაა,  რომლის აღებაც  რუსეთმა ამ დრომდე ვერ შეძლო; 
  • ქარხნის მიწისქვეშა გვირაბები ამჟამად ათასობით  ათასობით უკრაინელი სამხედროს და სამოქალაქო პირის თავშესაფარია.



მასალების გადაბეჭდვის წესი