საზოგადოება

პუტინმა შოიგუს უთხრა, რომ “აზოვსტალის” კატაკომბებში არ ჩავიდნენ

21 აპრილი, 2022 • 3242
პუტინმა შოიგუს უთხრა, რომ “აზოვსტალის” კატაკომბებში არ ჩავიდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებზე შეტევა მიზანშეუწონლად მიაჩნია და ბრძანება გასცა, რომ შტურმი არ განხორციელდეს.

მანამდე შოიგუმ პუტინს მოახსენა, რომ მარიუპოლი “გათავისუფლებულია”, თუმცა ‘აზოვსტალის” ტერიტორიაზე 2000-მდე მებრძოლი რჩება, რომელიც სრულად ბლოკადაშია მოქცეული.

პუტინმა შოიგუს უთხრა, რომ ეს ის მომენტია, როდესაც მათ უნდა იფიქრონ რუსი ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. მისი თქმით, საჭიროა ინდუსტრიული ზონის ბლოკირება იმგვარად, რომ ბუზმაც კი ვერ შეძლოს იქ შეფრენა.

“არ არის საჭირო ამ კატკომბებში ჩასვლა”, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ყველას, ვინც იარაღს დაყრის, რუსეთი ჰპირდება სიცოცხლესა და ღირსეულ მოპრყობას.

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. მათ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ სამხედროებსა და სხვა პირებს 17 აპრილამდე დანებებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასშტაბური ოპერაციით დაემუქრნენ. რუსეთის არმიის ულტიმატუმი უკრაინელმა სამხედროებმა უკუაგდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი