საზოგადოება

UK უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემას აპირებს – The Times

7 აპრილი, 2022 • 7034
UK უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემას აპირებს – The Times

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო მუშაობს გეგმაზე უკრაინისთვის ქვეითთა შეჯავშნული საბრძოლო მანქანების მისაწოდებლად. ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განიხილება ორი ტიპის საბრძოლო მანქანის, Mastiff-ისა (მასტიფი) და Jackal-ის მიწოდების გეგმა. The Times-ის ცნობით, ბრიტანელი სამხედროები ასწავლიან ტექნიკის გამოყენებას უკრაინელ ჯარისკაცებს.

გამოცემის თანახმად, დამატებით იგეგმება უკრაინისთვის ანტისატანკო და ანტისაჰაერო იარაღის გადაცემაც, რის შესახებაც UK უახლოეს მომავალში განაცხადებს. UK-მ უკვე მიაწოდა უკრაინის არაერთი ანტისატანკო და ანტისაჰერო იარაღი.

 

მასტიფი

Jackal

მასალების გადაბეჭდვის წესი