საზოგადოება

ჩეხეთი უკრაინას საბჭოთა დიზაინის ტანკებსა და BMP-ებს აწვდის

6 აპრილი, 2022 • 3234
ჩეხეთი უკრაინას საბჭოთა დიზაინის ტანკებსა და BMP-ებს აწვდის

ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას აწვდის საბჭოთა დიზაინის ტანკებს და შეჯავშნულ საბრძოლო მანქანებს. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს.

FT-ის ცნობით, ესაა პირველი ცნობილი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყანა უკრაინას მძიმე საბრძოლო ტექნიკას აწვდის. აქამდე, როგორც ცნობილია, უკრაინას ძირითადად ანტისაჰაერო და ანტისატანკო მსუბუქი კომპლექსებით ამარაგებდნენ სხვა სახის საბრძოლო აღჭურვილობასთან ერთად.

ჩეხეთის ოფიციალური პირებმა განაცხადებს, რომ საუბარია საბჭოთა დიზაინის T-72 ტანკებზე, საბრძოლო მანქანებზე და ჰაუბიცებზე, რომლითაც ისინი უკრაინას უკვე კვირების განმავლობაში ამარაგებენ.

ცოტა ხნის წინ ჩეხეთის მედიაში გავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს რომ 5 ცალი T-72 ტანკი და 5 საბრძოლო მანქანა (BMP 1) გაიგზავნა უკრაინაში. საუბარია სხვა ტიპის დახმარებაზეც, მაგლითად, როგორც ირკვევა, ჩეხეთი მზადაა, თავის ქარხნებში შეაკეთოს უკრაინული მძიმე ტექნიკა, რომელიც ბრძოლაში დაზიანდება.

სტრატეგიული სწავლებების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) თანახმად, ჩეხეთს 30 T-72M4CZ ტანკი ჰყავს, რომელიც რუსული T-72-ის გაუმჯობესებელი ვერსიაა და ასევე დასაწყობებული აქვს ჩვეულებრივი, საბჭოთა დიზაინის  89 ცალი T-72 ტანკი. ამასთან, ჩეხეთს, რომელიც საბჭოთა დროს აღმოსავალეთის ბლოკის ერთ-ერთი უმთავრესი სამხედრო ინდუსტრიული ცენტრი იყო, აქვს საშუალება და ცოდნა, შეაკეთოს ის ტექნიკა, რომელსაც უკრაინელები რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ.

“ჩეხეთმა საბჭოთა პერიოდის შეიარაღების მოდერნიზებისა და შეკეთების მცირე ინდუსტრია შექმნა”, – განაცხადა ჰენრი ბოიდმა IISS-დან.

მასალების გადაბეჭდვის წესი