საზოგადოება

პოლონეთი მზადაა მის ტერიტორიაზე აშშ-ს ბირთვული იარაღი განათავსოს

3 აპრილი, 2022 • 2473
პოლონეთი მზადაა მის ტერიტორიაზე აშშ-ს ბირთვული იარაღი განათავსოს

პოლონეთი მზადაა მის ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღი განათავსოს. უნიანის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის ვიცეპრემიერმა იაროსლავ კაჩინკსიმ განაცხადა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

“თუ ამერიკელები გვთხოვენ, შეინახონ ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე, ჩვენ ამისთვის ღია ვიქნებით”, – განაცხადა კაჩინსკიმ და დასძინა, რომ ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა მოსკოვის შეკავებაში.

კაჩინსკის თქმით, ჯერ ამ საკითხზე საუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა “ეს მალე შეიძლება შეიცვალოს”. ამასთან კაჩინსკის განმარტებით, ინიციატივა თავად ვაშინგტონისაგან უნდა მოდიოდეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად კრემლის პროპრაგანდისტულ მედიაში არერთხელ გაიჟღერა ინიციატივამ, რომ რუსეთის არმიამ შეტევა პოლონეთის წინააღმდეგაც უნდა განახორციელოს. ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში უჩვენეს რუკაც, თუ რომელი მიმართულებებიდან უნდა მოხდეს პოლონეთზე დარტყმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი