საზოგადოება

სტიქიით დაზარალებული დევნილები

8 აგვისტო, 2011 •
სტიქიით დაზარალებული დევნილები

სტიქიამ წეროვანში დევნილთა დასახლებაც დააზარალა. განსაკუთრებით დაზარალდა 15 სახლი, რომელიც წვიმის შედეგად დაიტბორა. 2100 სახლთან, რომელიც ამ ტერიტორიაზეა აშენებული, მისასვლელი გზებიც დაიტბორა.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, წეროვანში დილით ჩავიდა და სამუშაოებს, რომელიც გაწმენდითი ხასიათის იყო აკვირდებოდა. მოგვიანებით წეროვანში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა. ის ტერიტორიაზე ერთი საათით დარჩა და დევნილებს გაესაუბრა. გარდა ამისა იქვე მისცა დავალება კობა სუბელიანს სახლების უკეთესად გარემონტების შესახებ.

„ეს სახლები ნაჩქარევად აშენდა და ახლა არის შანსი, რომ გავაკეთოთ კარგად. იატაკი კარგი დავუგოთ, სანტექნიკა კარგად გავუკეთოთ.“– განაცხადა პრეზიდენტმა.

მან დევნილები, რომელსაც ადგილზე შეხვდა დაამშვიდა. „სამაგიეროდ ახლა უკვე ევრორემონტში იქნებით.“

კობა სუბელიანმა სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად აღმოსაფხვრელად სააკაშვილთან საუბრისას, 2 კვირა დაასახელა.

დევნილების დასახლების გარდა, სტიქიამ სოფელი წეროვანიც დააზარა. აქ მდინარე ქსანმა 50–მდე სახლი დაანგრია და დაახლოებით 300 ოჯახის ეზო დატბორა.

დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებული კიდევ ერთი ადგილი დააზიანა სტიქიამ, ეს სოფელი კარალეთია. რომელიც მდინარე აძურას ადიდების შედეგად დაიტბორა.

 სოფელ რეხაში მდინარე მეჯუდამ დატბორა ოთხი ოჯახი, ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სოფლის სასაფლაო. სოფელ ბერბუკში წყლით არის დაფარული მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი