საზოგადოება

“ახლა უკრაინელები ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძვიან” – CNN

22 მარტი, 2022 • 4933
“ახლა უკრაინელები ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძვიან” – CNN

CNN აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამად უკრაინელები რუსული ჯარების მიერ აღებული ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძვიან.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ახლა უკრაინას შეუძლია, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც რუსებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაიკავეს. ამის მაგალითად მან დაასახელა ხერსონი და მიკოლაევის ნაწილი.

თუმცა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს არ შეუძლია თქვას, არის თუ არა ეს უკრაინელების “დიდი ოპერატიული გეგმის” ნაწილი.

CNN-ს გარდა, ტვიტერზე Foreign Policy-ის ჟურნალისტი ჯეკ დეტჩიც აშშ-ს თავდაცვის  დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ „აშშ-ს აქვს ნიშნები იმისა, რომ ახლა უკრაინას „შეუძლია და სურს“ დაიბრუნოს რუსული სამხედროების მიერ დაკავებული ტერიტორია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი