„გაზპრომ-მედიამ“, რომლის შემადგენლობაშიც შედის რადიოსადგური „ეხო მასკვი“, ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ინფორმაციას მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიკოვი ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოცემა „განზრახ ცრუ ინფორმაციის ავრცელებს რუსეთის მიერ წარმოებული სპეციალური ოპერაციის შესახებ, რომელიც დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დაცვას ისახავს მიზნად“.
უწყების ამ განცხადების შემდეგ დაბლოკეს როგორც „ეხო მასკვის“, ასევე, ოპოზიციური ტელეარხ„დოჟდის“ საიტები.