ახალი ამბები

რუსეთში „ეხო მასკვი“ და „დოჟდი“ დაბლოკეს

2 მარტი, 2022 •
რუსეთში „ეხო მასკვი“ და „დოჟდი“ დაბლოკეს

რუსეთში „ეხო მასკვი“ და ტელეკომპანია „დოჟდი“ დაბლოკეს. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით დაბლოკილია ორივე საინფორმაციო საშუალების ვებგვერდი, „ეხო მასკვის“ კი, ალექსეი ვენედიკოვის თქმით, მაუწყებლობაც შეუჩერეს.

როგორც CNN წერს, რუსეთის გენერალური პროკურატურა გამოცემებს ედავება, რომ „განზრახ ცრუ ინფორმაციის ავრცელებს რუსეთის მიერ წარმოებული სპეციალური ოპერაციის შესახებ, რომელიც დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დაცვას“ ეხება.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ მედიასაშუალებები აქეზებს რუსეთის მოსახლეობას ექსტრემისმისკენ და მოუწოდებს მათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მასობრივი დარღვევისკენ.

CNN აღნიშნავს, რომ როსკომნადზორმა რამდენიმე დღის წინ 10 ადგილობრივი გამოცემა გააფრთხილა, რომ თუ “ცრუ ინფორმაციის” გავრცელებას არ შეწყვეტდნენ, მათზე წვდომას შეზღუდავდნენ. გამოცემებს კომუნიკაციების მარეგულირებელი უკრძალავდა ისეთი ტერმინოლოგიის გამოყენებას, როგორიცაა “თავდასხმა, დაპყრობა ან ომის გამოცხადება”.

გაფრთხილებულ მედიასაშუალებებს შორის იყო „ეხო მასკვი“, „მედიაზონა“, „დოჟდი“, „ნოვაია გაზეტა“ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი