საზოგადოება

“საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე” – კულება

25 თებერვალი, 2022 • 1457
“საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე” – კულება

მთავრობის მრჩევლის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. CNN-ის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დედაქალაქზე მართვადი ან ბალისტიკური რაკეტებით მიმდინარეობს შეტევა.

“საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე. ბოლოს ჩვენს დედაქალაქს ასეთი გამოცდილება 1941 წელს ჰქონდა, როდესაც ნაცისტური გერმანია დაესხა თავს. უკრაინამ ის ბოროტება დაამარცხა და დაამარცხებს ამასაც. შეჩერდი, პუტინ. რუსეთის იზოლაცია. გაანადგურეთ ყველა კავშირი. გამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე.

ანტონ გოროშენკოს თქმით, კიევში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინაცი 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. მისი განცხადებით, სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევის დროით 04:00 საათის შემდეგ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის “ორი სასიკვდილო საჩუქარი” გაანადგურა.

თავდასხმის შედეგად დამწვარი კორპუსი კიევში. ფოტო: ანტონ გერაშენკო

მასალების გადაბეჭდვის წესი