საზოგადოება

კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა ასლი 2008 წლის ბრძანებიდან. ვინ არის შემდეგი? — უკრაინის ელჩი გაერო-ში

22 თებერვალი, 2022 • 2097
კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა ასლი 2008 წლის ბრძანებიდან. ვინ არის შემდეგი? — უკრაინის ელჩი გაერო-ში

უკრაინის ელჩმა გაეროში სერგეი კისლიცამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აჩვენა 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისა და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებები, რომლებიც იდენტურია.

„გაერო დღეს ავადაა. ეს ფაქტია. კრემლის მიერ გავრცელებული ვირუსი უტევს. დანებდება ამ ვირუსს? — ეს წევრების გადასაწყვეტია. დღეს კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა ასლი 2008 წლის ბრძანებიდან საქართველოს [ტერიტორიების აღიარების] შესახებ — სიტყვა-სიტყვით, არანაირი კრეატიულობა. ასლის გადამღები აპარატი კრემლში ძალიან კარგად მუშაობს. ვინ არის შემდეგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებიდან? კითხვა ღიაა“, — მიმართა კისლიცამ გაეროს წევრ სახელმწიფოებს.

რუსეთის ფედერაციამ 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცემული ლუგანკისა და დონეცკის აღიარების ბრძანებები სიტყვა-სიტყვით იმეორებს დიმიტრი მედვედევის 2008 წლის ბრძანებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ოთხივე დოკუმენტი 5 მუხლისგან შედგება: აღიარებს სეპარატისტულ რეგიონებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ავალებს მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და ურთიერთდახმარების შესახებ დოკუმენტების მომზადებას, თავდაცვის სამინისტროს კი — რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ „მშვიდობის მხარდაჭერას“ აღიარებულ რესპუბლიკებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი