ჩინეთი და რუსეთი საუბრობენ მსოფლიო ძალთა ბალანსის ხელახალი გადანაწილების ტენდენციაზე და ამბობენ, რომ ზოგიერთი ძალა, რომელიც წარმოადგენს უმცირესობას მსოფლიო ასპარეზზე, აგრძელებს საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის ცალმხრივი მიდგომების ადვოკატირებისა და ძალის პოლიტიკის გზით, ერევა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, აზიანებს მათ ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და იწვევს დაპირისპირების პროვოცირებას.
„მხარეები ერთსულოვანნი არიან იმის გაგებაში, რომ დემოკრატია უნივერსალური ადამიანური ღირებულებაა და არა — ცალკეული სახელმწიფოების პრივილეგია, მისი ხელშეწყობა და დაცვა მთელი მსოფლიო საზოგადოების საერთო ამოცანაა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში შეშფოთებაა გამოთქმული საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო და აღნიშნულია, რომ არცერთმა სახელმწიფომ არ უნდა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება სხვა სახელმწიფოების ხარჯზე და მსოფლიო უსაფრთხოებისგან იზოლირებულად.
„რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან გარე ძალების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შემლახავ ქმედებებს ჩვენს საერთო მიმდებარე რეგიონებში, აპირებენ წინააღმდეგობა გაუწიონ გარე ძალების ამა თუ იმ საბაბით ჩარევას სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში, ეწინააღმდეგებიან „ფერად რევოლუციებს“ და გაზრდიან თანამშრომლობას ზემოაღნიშნული მიმართულებებით“, — ნათქვამია განცხადებაში.
მხარეები მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს, პოზიტიურად უპასუხოს რუსეთის ინიციატივას და უარი თქვას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ევროპაში სახმელეთო საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე.
ამასთან, ჩინური მხარე მხარს უჭერს რუსეთის წინადადებებს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
რუსეთი და ჩინეთი იზიარებენ მოსაზრებას, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სახიფათო სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობებს ეწევიან შინ და გარეთ და ზიანს აყენებენ რუსეთის და ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.
განცხადების თანახმად, მხარეები აპირებენ, მტკიცედ დაიცვან მეორე მსოფლიო ომის შედეგების ხელშეუხებლობა და ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგი, გაეროს ავტორიტეტი და სამართლიანობა საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე, წინააღმდეგობა გაუწიონ მეორე მსოფლიო ისტორიის უარყოფისა და გაყალბების მცდელობებს.