საზოგადოება

“ოცნება” – 24%; ენმ – 9% – NDI-ის კვლევა

27 იანვარი, 2022 • 4086
“ოცნება” – 24%; ენმ – 9% – NDI-ის კვლევა

NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

კვლევა აჩვენებს, რომ უმრავლესობა პოლიტიკურად კვლავ გადაუწყვეტელია. NDI-ის განცხადებით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 41% პასუხობს, რომ არცერთი:

  • “ქართული ოცნება” – 24%
  • ენმ – 9%

 

პარტიული რეიტინგები ამომრჩევლის ასაკობრივ ჭრილში:

აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი