საზოგადოება

მელია ენმ-ის პოლიტსაბჭოს არ უხელმძღვანელებს, თუმცა პარტიის თავმჯდომარედ რჩება

10 იანვარი, 2022 • 1231
მელია ენმ-ის პოლიტსაბჭოს არ უხელმძღვანელებს, თუმცა პარტიის თავმჯდომარედ რჩება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აღარ იქნება, თუმცა პარტიის თავმჯდომარედ რჩება. გადაწყვეტილება დღეს, 10 იანვარს, ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

მელიას ნაცვლად ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია აირჩიეს.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე ენმ-ის გენერალურ მდივნად პეტრე ცისკარიშვილი აირჩიეს.

ამასთან, შეიცვალა პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ზაალ უდუმაშვილის ნაცვლად ამ პოსტს ნიკა მელია ჩაიბარებს.

„ცვლილებების აუცილებლობა განპირობებულია იმ გამოწვევების აუცილებლობით, რომლის წინაშეც დგას ენმ და რომლის წინაშეც დგას სახელმწიფო“, — თქვა ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, პარტიამ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი და საზოგადოებამ უფრო უკეთ უნდა იცოდეს, რისთვის იბრძვის პარტია.

როგორც მელიამ აღნიშნა, რეგიონებშიც გაგრძელდება პარტიის განახლების პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი