საზოგადოება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზალკანიანს ესაუბრა 

6 იანვარი, 2022 • 1189
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზალკანიანს ესაუბრა 

5 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ესაუბრა. 

 ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ავრცელებს.  

“მდივნის მოადგილემ გაიმეორა  ჩვენი, აშშ-ის  ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ  მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

 ვენდი შერმანმა და ზალკანიანმა ხაზი გაუსვეს  სუვერენული ქვეყნების უფლების დაცვის აუცილებლობას,  და უფლებას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე. ასევე განიხილეს  ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარი წინ უძღვის 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილი აშშ-ისა და რუსეთის დიალოგს, რომელსაც შეერთებული შტატების მხრიდან შერმანი უხელმძღვანელებს.  7 იანვარს დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრა ასევე უკრაინის და რუსეთის საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი