საზოგადოება

ზონალური პარკინგი: მერიას აბონიმენტების სისტემის დამატება სურს

25 დეკემბერი, 2021 • 3122
ზონალური პარკინგი: მერიას აბონიმენტების სისტემის დამატება სურს

თბილისის მერიის ინიციატივით თბილისში საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემას შესაძლოა ვადიანი აბონიმენტები დაემატოს.

საუბარია იმ ქუჩებზე, სადაც დღეისათვის ზონალური პარკირების სისტემა მოქმედებს და ერთი საათით მანქანის გაჩერება 1 ლარი ღირს. მერიას საკრებულოში ინიცირებული აქვს სააბონენტო ზონალური პარკირების შემდეგი სისტემა:

  • 1 დღე – 20 ლარი
  • 1 კვირა – 100 ლარი
  • 1 თვე – 300 ლარი
  • 6 თვე – 500 ლარი
  • 1 წელი – 800 ლარი

როგორც ნეტგაზეთს მერიიდან მისწერეს, პარკირების ყველა დღეს არსებული შესაძლებლობა და ფასები უცვლელია, შესაბამისად 1 საათი = 1 ლარის სისტემა კვლავ ძალაში იქნება.

“მსურველებისთვის ემატება მხოლოდ ვადიანი აბონიმენტები. ეს ნაწილი უფრო ბიზნესსექტორისთვის და ორგანიზაციებისთვის არის გათვლილი. მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ ისარგებლონ პარკირებით, ისეთივე ფასებით როგორც აქამდე”, – აცხადებენ მერიაში.

თუ საკრებულო ინიციატივას მხარს დაუჭერს, სააბონიმენტო სისტემა 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი