ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 67 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 12 258 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა 51 749 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 223 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 20 526 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 8.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 8.39%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
- თბილისი — 1 658 შემთხვევა
- აჭარა — 189,
- იმერეთი — 675,
- ქვემო ქართლი — 247,
- შიდა ქართლი — 401
- გურია — 111,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 302,
- კახეთი — 252,
- მცხეთა-მთიანეთი — 102,
- სამცხე-ჯავახეთი — 134,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 29.