არაადამიანური და დამამცირებელი ყოფა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში

არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა,პირობები, რომელიც პაციენტებს ელემენტარულ უნარ-ჩვევებსაც აკარგვინებს,არ არსებული პირადი სივრცე და მისჯილი სტაციონარი მხოლოდ იმიტომ, რომ წასასვლელი არ არსებობს- ასეთია დასკვნა იმ მონიტორინგისა, სახალხო დამცველის აპარატმა ფსიქიატრიული საავადმყოფოების მდგომარეობაზე საქართველოში, რომელიც   განახორციელა.

საყოფაცხოვრებო პირობები არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება საქართველოში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებში – ნათქვამია სახალხო დამცველის  აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შეფასებაში, რომელიც გიორგი ტუღუშმა 10 თებერვალს გააცნო შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრ ალექსანდე კვიტაშვილს.
”აბაზანა და საპირფარეშოები ამორტიზირებულია; პაციენტების უმრავლესობას არ აქვს პირადი სივრცე; დაწესებულებებში პირადი ჰიგიენის ნივთების მწვავე დეფიციტია (დასაბანად სარეცხის საპონს იყენებენ, ქალები ჰიგიენური პაკეტების ნაცვლად დახეულ ზეწრებს იყენებენ); თეთრეული დიდი ხნის გამოუცვლელი ან დახეულია,” ვკითხულობთ სახალხო დამცველის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის მიერ მომზადებულ სპეციალურ პრეს რელიზში.
მ.ასათიანის სახ.სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, თბილისის ა.ზურაბაშვილის სახ.ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, სურამის ალ.ქაჯაიას სახ.ფსიქიატრიულ საავადმყოფო, ბედიანის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო, ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი და ბათუმის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო- ეს სწორედ ის დაწესებულებებია, რომლის მონიტორინგიც სახალხო დამცველი აპარატმა განახორციელა 8-28 იანვრამდე.
ამ დაწესებულებებში ”პაციენტის ღირსებისა და პიროვნების აღიარება და პატივისცემა არ არის ამ სისტემისთვის დამახასიათებელი. ჭარბობს პატერნალისტური მოპყრობა”
თუმცა გარდა ამისა, აღნიშნულია ის რამდენიმე ფაქტი, რომელიც ბოლო პერიოდის მანძილზე აღმოფხვრილ იქნა ფსიქიატრიულ სავადმყოფოებში: პაციენტებს აღარ სცემენ, დასჯის მიზნით მედიკამენტებს არ აძლევენ და კვებაც გაუუმჯობესდათ.
თუმცა, პაციენტები სტაციონარებში მხოლოდ იმიტომ ცხოვრობენ, რომ წასასვლელი არ აქვთ, რეალურად კი ისინი აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას.
მეურვეები უარს აცხადებენ მათი ჰოსპიტლიდან გაყვანაზე. ამასთან ერთად მეურვეები ”ბოროტად იყენებენ მათთვის მინიჭებულ უფლებას”, ასხვისებენ პაციენეტების ქონებას, იღებენ მათ კუთვნილ პენსიას და პაციენტებს არ ახმარენ.
გარდა ამისა, ფსიქიატრიულში მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ საშუალება სეირნობის. ”იმის გამო, რომ სამკურნალო გარემო არ არის თერაპიული და პაციენტზე ორიენტირებული. პაციენტთა დიდი ნაწილი ელემენტარულ უნარ-ჩვევებსაც კარგავს.”, ნათქვამია აპარატის განცხადებაში.
 
მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გიორგი ტუღუშთან შეხვედრისას აცხადებდა, რომ მისთვის ცნობილი იყო ფსიქიატრიული საავადმყოფოების მდგომარეობა საქართველოში.
”ამ კუთხით სამინისტრო გეგმავს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელთა მიზანიც აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების ეტაპობრივი მოგვარება იქნება.”
ვიდრე სამინისტრო პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს, სახალხო დამცველი ვრცელ ანგარიშს ფსიქიატრიული საავადმყოფოების მონიტორინგის შესახებ პარლამენტს წარუდგენს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე