საზოგადოება

ზუგდიდის საკრებულოს 5-მა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო

15 ნოემბერი, 2021 • 1336
ზუგდიდის საკრებულოს 5-მა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს 5-მა დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” შიმშილობა დაიწყო.

მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია, დარიკო არქანია და მალხაზ ჯალაღონია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სამოქალაქო საავადმყოფოში.

დღესვე შიმშილობა დაიწყო რუსთავის საკრებულოს 6-მა დეპუტატმა.

ამავე მოთხოვნით წინა დღეს, 14 ნოემბერს, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ 9 პარლამენტარმა და ასევე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გია ბარამიძემ.

უკვე მე-14 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს ელენე ხოშტარია.

ექს-რეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 1 ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, აქვს შიმშილობა გამოცხადებული. ის ამჟამად აცხადებს, რომ მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმა არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

რუსთავის საკრებულოს 6-მა ოპოზიციონერმა წევრმა შიმშილობა გამოაცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი