საზოგადოება

78 გარდაცვლილი, 5751 ახალი შემთხვევა – კოვიდ 19-ის სტატისტიკა 10 ნოემბერს

10 ნოემბერი, 2021 • 1009
78 გარდაცვლილი, 5751 ახალი შემთხვევა – კოვიდ 19-ის სტატისტიკა 10 ნოემბერს

78 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ით, დაფიქსირდა კოვიდის 5751 ახალი შემთხვევა. 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 57 046 ტესტი  და დადებითობის დღიური მაჩვენებელი  10.08%-ია. 

ტესტებიდან 35 082 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 964- PCR ტესტით ჩატარდა. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე:

  • დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა:   766 818
  • გარდაცვლილი: 10 662 

9 ნოემბერს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევის გეოგრაფია: 

  • თბილისი: 2 012 
  • აჭარა – 210
  •  იმერეთი – 1 049 
  • ქვემო ქართლი – 474
  • შიდა ქართლი – 550
  • გურია – 124
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 377 
  • კახეთი – 548
  • მცხეთა-მთიანეთი – 140
  •  სამცხე-ჯავახეთი – 210
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 57.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 562-ია. 6 806 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 630, აჭარაში – 596, იმერეთში – 1 440.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 693 პირი, მათ შორის, თბილისში – 669, აჭარაში – 124, იმერეთში – 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი,  მათგან თბილისში – 205, აჭარაში – 38, იმერეთში – 29.

1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 818 – თბილისში, 275 – აჭარაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი