საზოგადოება

მედიაციის ახალ რაუნდს არ დაელოდოთ — მარინა კალიურანდი

9 ნოემბერი, 2021 • 2179
მედიაციის ახალ რაუნდს არ დაელოდოთ — მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ მედიაციის ახალ რაუნდს არ დაელოდონ. ამის შესახებ მან დღეს, 9 ნოემბერს, ონლაინ დისკუსიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირის ჩართულობა იყო კრიტიკული და მას არ შეუძლია უფრო ღრმად წავიდეს. კალიურანდის განმარტებით, საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის გასაღები არა ევროკავშირში, არამედ თბილისში, ქართველი პოლიტიკოსების ხელშია.

„ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, ფასილიტაცია გაგიწიოთ, მხარი დაგიჭიროთ. ასეთია, მაგალითად, ჟან მონეს დიალოგი, რომელიც ფასილიტაციის და თანამშრომლობის ერთ-ერთი გზაა საქართველოს პარლამენტთან. იქნება თუ არა მედიაციის კიდევ ერთი რაუნდი? სპეკულაციებს არ დავიწყებ. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, მე არ ველოდები. ჩემი შეთავაზებაა, რომ მედიაციის ახალ რაუნდს არ დაელოდოთ.

ევროკავშირის ჩართულობა მედიაციაში იყო ძალიან ღრმა, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ საკითხების თავად გადაჭრა. საქართველო არ შეიძლება ევროკავშირზე დამოკიდებული იყოს პოლიტიკურ პოლარიზაციასთან და რეფორმებთან დაკავშირებით. ქართველი პოლიტიკოსები უნდა გაერთიანდნენ და რეფორმების კეთება დაიწყონ“, — განაცხადა კალიურანდმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი