საზოგადოება

პენსიონერი, ვინც 1 იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს

8 ნოემბერი, 2021 • 5244
პენსიონერი, ვინც 1 იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პენსიონერი, რომელიც პირველ იანვრამდე აიცრება კორონავირუსზე, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს.

„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინას 1 იანვრამდე გაიკეთებს“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე და დაამატა, რომ დანამატი გაიცემა პირველი დოზით აცრის შემდეგ.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული სწორედ საბჭოს სხდომის შედმეგ განაცხადა.

მან ასევე თქვა, რომ დეკემბრიდან ამოქმედდება ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კოვიდ/მწვანე პასპორტები.

ღარიბაშვილის თქმით, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელიც ორჯერადაა აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, პანდემიის განმავლობაში გადატანილი აქვს კორონავირუსი ან ბოლო 72 საათში PCR, ხოლო 24 საათში სწრაფი ტესტი ექნება ჩატარებული.

ვრცლად:

1 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით “მწვანე პასპორტები” ამოქმედდება

მასალების გადაბეჭდვის წესი