საზოგადოება

“არა და არასოდეს” — პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

3 ნოემბერი, 2021 • 3131
“არა და არასოდეს” — პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. ამასთან, ის ამბობს, რომ სააკაშვილი მიჩნეულ უნდა იქნას განსაკუთრებულ პატიმრად და ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღოს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

“მზად ვარ ძალიან ბევრი რამისთვის, როცა ვიცი და სადაც ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესი დგას. რადგან ეს საკითხი კიდევ ერთხელ მუსირებს, უნდა ვთქვა, რომ ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია — არა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქისმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ეს არის და ეს, ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ არასდროს შეიწყალებს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს

მასალების გადაბეჭდვის წესი