საზოგადოება

აღმაშენებლის გამზირი რეაბილიტაციისთვის ემზადება

3 თებერვალი, 2015 • • 985
აღმაშენებლის გამზირი რეაბილიტაციისთვის ემზადება

რკინიგზის სახლთან, დღეს, თბილისის მერი გიგი უგულავა საზოგადოებას ახალ პროექტს აცნობდა, რომელიც გამზირის განახლებას ითვალისწინებს.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც აღმაშნებელის გამზირის გარკვეული ნაწილი ხარაჩოებშია ჩასმული. ამ ეტაპზე 30 სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გიგი უგულავას განცხადებით კი მერია 70 სახლის შეკეთებას აპირებს.
დაგეგმილია სახლების საძირკვლების შეკეთება, ფასადების შეღებვა და სახლების უჟანგავი თუნუქის სახურავებით გადახურვა. შეკეთდება მონაკვეთი თამარ მეფის გამზირიდან ზაარბუკენის მოედნამდე.

“ეს უბანი ყველაზე მეტად გაქვს პარიზს და ჩვენს გავაკეთებთ მას დავამსგავსებთ პარიზს” – განაცხადა სააკაშვილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი