საზოგადოება

H1N1 – ით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურდა

25 იანვარი, 2010 • • 4055
H1N1 – ით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურდა

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე მათ არ ჰქონიათ ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა.

პაციენტი, რომლის შესახებაც რუსთავი 2 საუბრობდა, შესაძლოა ერთი კვირის წინ ამავე საავადმყოფოში გარდაიცვილი პაციენტი იყოს. ღუდუშაურის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, მიხეილ დოლიძის ინფორმაციიათ, გოგონა პოსტ რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა და მას ცერებრალური დამბლაც ჰქონდა.

ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც.  ამ უწყების ინფორმაციით დღემდე H1N1 ვირუსით გარდაცვლილია 26 ადმიანი. საქართველოში ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული  სულ 1249 შემთხვევაა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თქმით, ინფექციური ვირუსის ახალი ტალღა თებერვლის თვეშია მოსალოდნელი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი