საზოგადოება

ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, სამართალი – ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები

17 აგვისტო, 2015 • • 2299
ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, სამართალი – ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები

“მდგრადი ტენდენციაა. ბოლო წლებში ეს ფაკულტეტები ყველაზე მოთხოვნადია. ეს მიმართულებები გვხვდება როგორც პირველ პრიორიტეტად, ასევე საერთო არჩევანში, 20 ფაკულტეტს შორის”, – ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფო დოლიძე. 

 

როგორც დოლიძე განმარტავს, შემდეგ მოთხოვნად ფაკულტეტებს შორისაა საერთაშორისო ურთიერთობები, სამედიცინო, სამშენებლო მიმართულებები, ასევე ქართული ფილოლოგია, ფსიქოლოგოა, ენერგეტიკა, ელექტროინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები და ტურიზმი.

 

“ქართული ფილოლოგია, ისტორია, კომპიუტერული მეცნიერებები და ფსიქოლოგია როგორც პრიორიტეტული არჩევანი, ახალი ტენდენციაა”. 

 

მისი თქმით, ეს შესაძლოა კავშირში იყო იმასთან, რომ აღნიშნული სპეციალობების ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი