პიესის თავდაპირველმა სახელწოდებამ “აუტისტი ტერორისტის განცხადება” აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლების ნაწილის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ტექსტი საზოგადოებაში ორი სტიგმის გაძლიერებას შეუწყობდა ხელს: აუტიზმს აკავშირებს ტერორიზმთან და ამყარებს სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც აუტიზმი იმ ოჯახებში გვხდება, სადაც ცუდი და უყურადღებო მშობლები ცხოვრობენ, რაც სამედიცინო თვალსაზრისით სიმართლეს არ შეესაბამება.
პიესა უკვე დადგეს ბათუმის დრამატულ თეატრში. პიესის ავტორი ირაკლი კაკაბაძე კი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს: “მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითი თავისუფლება ყველაზე დიდი თავისუფლებაა, რაც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, მე ვფიქრობ, რომ ბავშვების უფლებების დაცვა ჩვენი პირველადი მოვალეობაა. როგორც ღრმად პატივცემული მშობლები ამბობენ, ამ პიესის სათაურში ‘აუტისტი ტერორისტის განცხადება’ პირველი ორი სიტყვა ისე კარგად ირითმება, რომ დიდხანს დაამახსოვრდება ბევრ ადამიანს და ეს ადამიანები სრულიად არასამართლიანად აუტიზმს ტერორიზმთან გააიგივებენ”.
ირაკლი კაკაბაძე წერს, რომ გადაწყვიტა პიესის სათაური შეასწოროს და მას ’17 წლის ტერორისტის განცხადება’. უწოდოს.
“მე ვფიქრობ, ეს იმ მთავარ პრობლემას ხსნის, რომელიც უნებურად შეიქმნა და ამის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ ამ ბავშვების ადვოკატირებას და მათი უფლებების დაცვას”, წერს კაკაბაძე.
ავტორი ახალი სათაურით პიესასაც აქვეყნებს ფეისბუკზე, თუმცა პიესის ბოლიში კვლავ გვხდება აუტიზმის კავშირი ტერორიზმთან.
. არავინ იმსახურებს იმას, რომ მას ‘გიჟი’, ‘გადარეული’, ‘აგრესიული’ უწოდონ გენეტიკურად. ყველაფერი გარემოს ზემოქმედების ბრალია. თუ ადამიანში (და მით უმეტეს ბავშვში) არის აგრესია, ამ აგრესიის მიზეზი გარემოშია. დიახ, ჩვენ ჩვენი გარემო უნდა შევცვალოთ. და ამით შევძლებთ ჩვენ არა მართო აუტიზმის სინდრომის, არამედ ბევრი სხვა კონდიციის დამარცხებას. ეს არ არის დაავადება – ეს არის გარკვეული მდგომარეობა, რომლის მიმართ გარემომცველ საზოგადოებას არანაირი აგრესია არ უნდა ჰქონდეს.






