საზოგადოება

ივერიის ღვთისმშობლის ხატი და უკმაყოფილო მრევლი [ვიდეო]

9 ოქტომბერი, 2014 • • 2353
ივერიის ღვთისმშობლის ხატი და უკმაყოფილო მრევლი [ვიდეო]

ტაძრამდე სამართალდამცავებს სპეციალური კორიდორი ჰქონდათ გაკეთებული. ეკლესიაში შესვლის მსურველები დილიდან დაახლოებით 15:00 საათამდე იცდიდნენ. ტაძარში შესვლა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს და სპეციალური საშვის მქონე პირებს შეეძლოთ, რამაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

12:00 საათზე მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი მივიდა და პარაკლისი გადაიხადა. მას შემდეგ, რაც მახათას მთაზე ილია მეორე მივიდა, ტაძარში შესვლის მსურველთა რაოდენობამ გაცილებით მოიმატა, თუმცა სამხედროები მათ ეკლესიაში არ უშვებდნენ.

პატრიარქისა და ხელისუფლების წარმომადგენლების წასვლის შემდეგ სამხედროები ყოველ 10 წუთში 10 ადამიანს უშვებდნენ ეკლესიაში.

 

მარიამ ღვთისმშობლის ხატის ჩამოტანის 25 წლისთავი. 09.10.2014. მახათას მთა, თვილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
მარიამ ღვთისმშობლის ხატის ჩამოტანის 25 წლისთავი. 09.10.2014. მახათას მთა, თვილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

ეკლესიაში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე. ცერემონიას ესწრებოდნენ ფონდ “იავნანას” დამფუძვნებელი პაატა ბურჭულაძე და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. ილია მეორემ პაატა ბურჭულაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობისთვის გაღებული წვლილისთვის.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცეს, ხოლო სხვა საკითხებთან დაკავშირებით კომენტარისაგან თავი შეიკავეს.

დედაქალაქის მერმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და განაცხადა, რომ სპეციალურად დღევანდელი ღონისძიებისთვის თბილისის მერიამ რამდენიმე ადგილიდან მახათას მთის მიმართულებით უფასო ავტობუსები გამოყო. 

მრევლის წევრებმა პროტესტი გამოთქვეს ღონისძიების ორგანიზატორების მიმართ. 09.10.2014. მახათას მთა, თვილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
მრევლის წევრებმა პროტესტი გამოთქვეს ღონისძიების ორგანიზატორების მიმართ. 09.10.2014. მახათას მთა, თვილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

“თითოეული ადამიანი, რომელმაც თითო ლარი გაიღო მინიმუმ, არის ის, ვინც განსაკუთრებით ზრუნავს ჩვენს სულიერ სიწმინდეზე. თბილისის მერია, რასაკვირველია, ჩართულია ამ ღონისძიებაში და უფასოდ გამოეყოთ რამდენიმე ლოკაციიდან ავტობუსები იმ ადამიანებს, რომელთაც სურს ამოვიდნენ, მოილოცონ ეს დიდებული ტაძარი, ემთხვიონ ხატს და გვერდში ვუდგავართ ამ თვალსაზრისით თბილისელებს,” – განაცხადა ნარმანიამ.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი საკურთხევლის წინ, სპეციალურ სადგომზე მოათავსეს. ტაძარში შესვლა და ლიტურგიის მოსმენა მხოლოდ მოქალაქეების მცირე ჯგუფმა მოახერხა, რომლებიც ცერემონიის დასრულებამდე მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე იდგნენ.

მარიამ ღვთისმშობლის ხატის ჩამოტანის 25 წლისთავი. 09.10.2014. მახათას მთა, თვილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
მარიამ ღვთისმშობლის ხატის ჩამოტანის 25 წლისთავი. 09.10.2014. მახათას მთა, თვილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი